ახალი ტრანზიტ კურიერი

ახალი ტრანზიტ კურიერი

ნოვატორული არაორდინარული შესანიშნავი ყოველ ავტომობილს საკუთარი ხელწერა გააჩნია.

მარტივი გზა მუშაობისთვის

ახალი Transit Courier გეხმარებათ გახადოთ თქვენი სამუშაო დღე უფრო მარტივი. იმის მიუხედავად, თქვენ გვერდითი ქუჩებით დადიხართ თუ მიიკვლევთ გზას სივრცეში, სადაც სხვებს შეძრომა არ შეუძლიათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფურგონიანი მანქანაა, რაც კი გარშემო არსებობს. მაგრამ არ მოტყუვდეთ ახალი Transit Courier-ის ქალაქზე მორგებული ზომებით. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტური ფურგონიანი მანქანა ჩვენს სხვა მანქანებს შორის, მართლაც, მასში ძალიან ბევრი რამ ეტევა. შიგნით თქვენ აღმოაჩენთ მდიდარ აღჭურვას, კომფორტსა და მრავალმხრივობას, გააჩნია თანამედროვე პარამეტრები, მათ შორის უკანა ხედვის კამერა, პარკირების დისტანციის სენსორები და Ford SYNC 3 ხმის კონტროლით, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ან მიიღოთ სატელეფონო ზარები. 

თქვენი მოძრავი ოფისი


ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ იმისათვის, რომ გაამარტივოთ თქვენი სამუშაო. ახალი Transit Courier ძლიერ კომფორტულია ტევადობის თვალსაზრისით - და არა მხოლოდ თქვენი ტვირთვისთვის. კაბინაში აღმოაჩენთ კომფორტულ სავარძლებს, სრულად რეგულირებად საჭის სვეტურ მექანიზმს და ძალიან ბევრ შესანახ სივრცეს სწორედ იქ, სადაც თქვენ გსურთ. პლიუს, ჭკვიანი პარამეტრების კომპლექტი იმისათვის, რომ თქვენი სამუშაო დღე გახდეს უფრო მარტივი. თქვენ მოგეწონებათ Ford SYNC 3-ის ინტერფეისი (არჩევით, სტანდარტი ლიმიტირებულზე), რომელიც დაგეხმარებათ ყოველთვის იყოთ ხაზზე. მისი გაუმჯობესებული ხმის ამომცნობი პასუხობს თქვენს ბრძანებებს, ხოლო 6" ფერად სენსორულ ეკრანზე ჩნდება ტელეფონი, აუდიო ინტერფეისი და ნავიგაცია (არჩევით) ინტუიციური თითის გასრიალების და სენსორულ ეკრანზე ორი თითის მეშვეობით მოახლოებისა და დაშორების ფუნქციონალით.

ჭკვიანი საბარგული

უხვი სივრცე, გამარტივებული წვდომა.

ახალი ტრანზიტ კურიერი  2.3 მ3* საბარგულით და 600კგ-მდე სასარგებლო დატვირთვით, ასრულებს თითქმის ყველა სირთულის მსუბუქ სამუშაოს. მორგებული ტიხრების მეშვეობით მოძრავი გვერდითი კარი იღება და ჩნდება 0,45 მ-იანი ღიობი, რაც საშუალებას გაძლევთ ადვილად მიუდგეთ სივრცეს.
საკმაოდ დიდი სივრცის კიდევ უფრო გასაფართოებლად, ორმაგი ასიმეტრიული უკანა კარი სტანდარტულია. იღება 158 გრადუსამდე კუთხით და გვთავაზობს შეუზღუდავ წვდომას ახალი ტრანზიტ კურიერის საბარგულთან. 

  • დასაკეცი ბადიანი ტიხრების მეშვეობით, დასაკეცი და გასაშლელი მგზავრის სავარძლით, შესაძლებელია ბარგის მოსათავსებელი სივრცის გაზრდა ტორპედომდე, რაც საშუალებას გაძლევთ მოათავსოთ 2,59 მ-მდე სიგრძის საგნები (არჩევით Ambiente-ზე, სტანდარტი Trend-სა და Limited-ზე; არ არის ხელმისაწვდომი სპორტულზე)
  •  გვერდით კედლებზე დამაგრებული საჭერების მეშვეობით საბარგულის ძირი დაცულია წინააღმდეგობებისგან (სტანდარტი)
  •  საბარგულის სათავსის LED განათება გაგიმარტივებთ ტვირთის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესს ღამის საათების დადგომისას (არჩევით)
    *იზომება კუბურ მეტრებში SAE J1100-ის შესაბამისად

ტვირთტევადობა 2.3 მ3*

ძარის შიდა განივი ტიხრის ალტერნატივები სრული სიმაღლისა და სიგანის DIN და ISO სტანდარტების შესაბამისი ძარის შიდა განივი ტიხრების (პრიალა ან არაპრიალა) სრული სპექტრი, ძარის სტილისა და სერიის მიხედვით. არსებობს ასევე დასაკეც-ბადიანი ტიხრები დასაკეცი და გასაშლელი მგზავრის სავარძლით უფრო მეტი ნაირსახეობისთვის (არჩევით Ambiente-ზე, სტანდარტი Trend და Limited-ზე, არ არის ხელმისაწვდომი სპორტულზე).

ნაკლები საწვავი. მეტი სიმძლავრე.

ბენზინი თუ დიზელი? ჩვენ გთავაზობთ ორივე თანაბრად მიმზიდველ ალტერნატივას. ახალი ტრანზიტ კურიერი ზრუნავს თქვენზე და თქვენს ბიუჯეტზე. იმართება რა უახლესი თაობის ძრავებით, მათ შორის მრავალჯერადი პრიზის მქონე 1 ლიტრიანი Ford EcoBoost ბენზინის ძრავით, იგი თანაბრად ეკონომიურია ქალაქსა და ავტომაგისტრალზე. რაც მთავარია, იგი შეესაბამება Euro Stage 6.2 გამონაბოლქვების რეგულაციებს, რომლის მიხედვით Co2-ის ემისიები დაიშვება მხოლოდ 117 გ/კმ-დან*. იმისათვის, რომ დამატებით შემცირდეს საწვავის მოხმარება და მავნე გამონაბოლქვები, ტრანზიტ კურიერი აღჭურვილია ავტომატური ჩართვა- გამორთვის მექანიზმით. ხოლო TDCi დიზელის ძრავებს გააჩნიათ დამატებითი ფუნქცია რადიატორის ცხაურის აქტიური ჩამკეტის სახით (სტანდარტი) გაძლიერებული აეროდინამიკური მუშაობისა და ეფექტურობისთვის.

*NEDC-მ გამოთვალა სვლის ციკლის ტესტის მაჩვენებლები Transit Courier-ისთვის 100PS TDCi -იანი დიზელის ძრავით.

წლის საერთაშორისო ძრავის კონკურსის გამარჯვებული ზედიზედ ექვსი წლის განმავლობაში.

ეფექტური


1.0 ლ Ford EcoBoost ბენზინის ძრავი.

ჩვენი უახლესი, მრავალჯერადი პრიზის მფლობელი, ბენზინის ძრავი უზრუნველყოფს ეფექტიანობის, ეკონომიურობისა და წარმადობის შთამბეჭდავ კომბინაციას. კომპაქტური, მსუბუქი წონის და რაფინირებული აგრეგატი, ხელს უწყობს ახალი ტრანზიტ კურიერის მიერ ბენზინის ძრავისთვის საწვავის ეკონომიურად მიწოდებას.

დაბალანსებული


1.5 ლ Duratorq TDCi დიზელის ძრავი Duratorq TDCi 75PS (56 კვტ) დიზელის ძრავი უზრუნველყოფს წარმადობის უდიდეს ბალანსს. იგი უზრუნველყოფს მოქნილ სიმძლავრეს და ბრუნთა დიდ რაოდენობას, შემცირებული გამონაბოლქვით და საწვავის ბრწყინვალე მოხმარებით.

მძლავრი


1.5 ლ Duratorq TDCi დიზელის ძრავი ახალი Duratorq TDCi 100PS (75 კვტ) დიზელის ძრავი ავითარებს 215 ბრუნს წუთში. ეს უზრუნველყოფს იდეალურად გაუმჯობესებულ წარმადობას და დიდ ტვირთამწეობას, საწვავის ეკონომიურად მოხმარების ხარჯზე (4,5 ლ/100 კმ-ზე* კომბინირებული).

გაიცანით თქვენი ტელეფონის ახალი საუკეთესო მეგობარი


Ford SYNC 3


გზაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაკარგოთ კავშირი. ახალი Ford SYNC 3 უხარვეზოდ უკავშირდება თქვენს სმარტფონს და საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ ყველაფერი, დაწყებული სატელეფონო ზარებიდან და მოკლე ტექსტური შეტყობინებებიდან, დამთავრებული მუსიკით, ნავიგაციით (აჩევით) და თქვენი საყვარელი მობილური აპლიკაციებით - ეს ყველაფერი 6" სენსორული ეკრანის (სადაც დაკონკრეტებულია) მეშვეობით, ან შესანიშნავი მარტივი ხმოვანი ბრძანებების გამოყენებით.

SYNC 3 მახასიათებლები

  •  დარეკვა და ზარების მიღება ხელის მოძრაობის გარეშე
  •  ტექსტური შეტყობინებების მოსმენა
  •  ხმის მეშვეობით მართვადი მარტივი ნავიგაცია (არჩევით)
  •  საკუთარი მუსიკის მოსმენა (დაკავშირება Spotify-თან)
  •  სენსორული ეკრანის ინტერფეისი (6" ეკრანი) (არჩევით, სტანდარტი ლიმიტირებულზე)
  •  საყვარელ მობილურ აპლიკაციებთან წვდომა