ფორდ მუსტანგი

ფანტასტიკური. გენიალური. საუცხოო. თითოეულ მანქანას საკუთარი ხელწერა აქვს.

ახალი დიზაინის მიუხედავად, მისი სული ისევ ნამდვილ მუსტანგად რჩება. მკვეთრი გვერდითი ხაზები განიერი გვერდითი ნაწილებით, თვალწარმტაცი უკანა ნაწილები და დახრილი სახურავი მანქანას ძლიერ შესახედაობას ანიჭებს. ახალი მუსტანგით ყველაფერს განსხვავებულად დაინახავთ. თქვენ ვერ დარჩებით გულგრილი მის მიმართ.

რეალიზებული

მსოფლიოში ყველაზე კარგად გაყიდვადი სპორტული კუპე* კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ახალი დახვეწილი დიზაინით, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებითა და გაუმჯობესებული წარმადობით, ახალი ფორდ მუსტანგი უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სპორტული მანქანა. ის Ford-ის გული და სულია.

 

ახალი მუსტანგი ძალზე შთამბეჭდავი მანქანაა ყველა კუთხით. მანქანის წინა ნაწილში უფრო განიერი და დინამიური რადიატორის გრილი და სრულიად ახალი პროფილის მქონე ბამპერია. ჰაერის გამწოვი ახალი ვენტილატორი არა მხოლოდ შესანიშნავად მუშაობს, არამედ უზრუნველყოფს ძრავის გრილ და მშვიდ მდგომარეობაში შენარჩუნებას ყველაზე რთულ პირობებშიც კი. გარდა ამისა, ყველა შეამჩნევს მის ეფექტურ შუქდიოდურ ფარებს კარგად ცნობილი თავისებური განათებით.

* ფორდ მუსტანგი ყველაზე კარგად გაყიდვადი კუპე იყო 2016 წელს. IHS Markit-ის ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მონაცემების მიხედვით.

გამორჩეული

რაც გამოარჩევს ახალ მუსტანგს - ეს არის მისი სრულიად განსხვავებული ფორმა, რომელიც ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ენერგიული წინა ნაწილითა და სრულიად ახალი პროფილის მქონე დაბალი კაპოტით დაწყებული და ჩამოყალიბებული უკანა გვერდითი ნაწილებით დამთავრებული, მისი კლასიკური  ფორმა ძლიერი ემოციის ერთ-ერთი წყაროა.

მუსტანგი წარმოადგენს ფორდის პირველ მანქანას, რომელიც აღჭურვილია წინა თვლების აერო ფარდებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის ნაკადის მიმართვას წინა თვლებზე. ძარის უკანა ნაწილის კონუსური კონსტრუქცია ეფექტურად მიმართავს ჰაერს მანქანის უკანა ნაწილიდან აეროდინამიკური წინააღმდეგობის შესამცირებლად.

საკულტო

 

საჰაერო ხომალდის პილოტების კაბინის მსგავსი დიზაინის მქონე, ახალი მუსტანგი ამაღელვებელ მართვას გთავაზობთ. მნიშვნელოვანი მართვის საშუალებებზე წვდომა ადვილია ციფრული ხელსაწყოთა დაფიდან, რომლის მაჩვენებლების წაკითხვა ერთი შეხედვით არის შესაძლებელი. ამას ემატება სახის დონეზე განლაგებული ცენტრალური სავენტილაციო ხვრელები და საჰაერო ხომალდის სტილის გადამრთველები. გადაცემათა კოლოფი საუკეთესოდ პოზიციონირებულია შემცირებული მანძილით სიჩქარეებს შორის. ტყავგადაკრული საჭე საუკეთესო შეგრძნებას ანიჭებს თქვენს ხელებს.

სანდო

ახალი მუსტანგით შეგიძლიათ უფრო თავდაჯერებულად იმგზავროთ. ძლიერი სამუხრუჭო სისტემის გარდა -  რომელსაც გააჩნია ექვსდგუშიანი Brembo წინა სუპორტები GT მოდელებში - მუსტანგი აღჭურვილია უსაფრთხოებისა და მძღოლისთვის დამხმარე ფუნქციების ფართო სპექტრით.

შეჯახების საწინააღმდეგო დამხმარე სისტემა

ამოწმებს მოძრავ ობიექტებსა და ფეხით მოსიარულეებს გზაზე ღამის პირობებშიც კი. განკუთვნილია იმისთვის, რომ გაგაფრთხილოთ მოსალოდნელი შეჯახების შესახებ. თუ არ მოახდენთ რეაგირებას გაფრთხილებაზე, სისტემა ავტომატურად გამოიყენებს მუხრუჭებს სიჩქარის შესამცირებლად. (სტანდარტი)

გაფრთხილება მანძილის შესახებ

აჩვენებს მანძილს წინ მიმავალ ავტომობილთან და გაფრთხილებთ, თუ ძალიან ახლოს ხართ მასთან. (სტანდარტი)

ზოლის დაცვის სისტემა

გაფრთხილებთ, თუ შემთხვევით დაარღვევთ ზოლს მრავალზოლიან გზაზე და უსაფრთხოდ დაგაბრუნებთ სათანადო ზოლში. (სტადარტი)

მძღოლის გაფრთხილება

აკონტროლებს თქვენი მართვის სტილს და გაგაფრთხილებთ, როცა შეამჩნევს, რომ დაღლილი ხართ. (სტანდარტი)

მანევრული

მუსტანგი ყოველთვის იყო უნიკალური სპორტული მანქანა, ხოლო ახლა მისმა გამოცდილებამ სრულიად ახალ დონეს მიაღწია. სპეციალურად შემუშავებული შასი სრულიად დამოუკიდებელი საკიდარით შექმნილია იმისთვის, რომ მუსტანგი უპრეცენტოდ მანევრული გახდეს. განივი სიხისტე გაზრდილია უკანა ნაწილში, რაც ახალ ამორტიზატორებთან და სტაბილიზატორებთან ერთად, კიდევ უფრო აუმჯობესებს მანქანის მართვას.

გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი

მუსტანგის გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი იდეალურია უკანა წამყვანი თვლების მქონე სპორტული მანქანებისთვის. თუ ერთ-ერთი ბორბალი სრიალს დაიწყებს, ძრავის მაბრუნი მომენტი ავტომატურად გადაიტანს მას მეორე თვალზე. ეს ბევრად აუმჯობესებს წევასა და მანევრირებას მოსახვევებში და მოლიპულ ზედაპირზე აქსელარაციის დროს. (სტანდარტი)

შესარჩევი მართვის რეჟიმები

მუსტანგს გააჩნია ელექტრონულად დაკალიბრებული შასი. მძღოლის მიერ შესარჩევი მართვის ოთხი რეჟიმი - ნორმალური, სპორტული, მუხლუხა სვლა და თოვლიანი/სველი ზედაპირი - განსაზღვრავს მგრძნობელობას დროსელიანი საკეტის პოზიციის მიმართ, გადაცემათა კოლოფის საფეხურს ( ავტომატური ტრანსმისიის მქონე მოდელებში), საჭის მართვის ძალვას და სტაბილურობის კონტროლის კალიბრაციას მართვის სხვადასხვა პირობებში. (სტანდარტი)

სპორტული

ახალი მუსტანგი საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ მანქანის დინამიკური მახასიათებლების ადაპტირება თქვენი მართვის სტილისადმი.

MagneRide ადაპტირებადი საკიდარი

საუკეთესო მართვის Mustang ახლა ხელმისაწვდომია MagneRide ადაპტირებადი საკიდარით. სისტემა აკონტროლებს და არეგულირებს თავის ფუნქციონალობას ათასობით ჯერ ერთ წამში მაქსიმალური სტაბილურობის, კომფორტულობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად. ხელმისაწვდომია ოთხი პარამეტრი - ნორმალური, სპორტული, მუხლუხა სლა და წინააღმდეგობა - რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საგზაო პირობების და თქვენი მართვის სტილის შესაბამისად (ვარიანტი)

სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESC)

ზედმეტი და არასაკმარისი მოხვევის კომპენსირებისთვის შექმნილი, ESC სისტემა აფიქსირებს მოულოდნელ ცვლილებებს საჭის მართვასა და ავტომობილის ქცევაში და არეგულირებს ინდივიდუალური ბორბლების სიჩქარეს სწორი მიმართულების შესანარჩუნებლად. (სტანდარტი)

ორგრაგნილიანი ტურბოკომპრესორი

 

2.3 - ლიტრიანი Ford Ecoboost არის Ford-ის პირველი ძრავა, რომელშიც გამოყენებულია დაბალინერციული ორგრაგნილიანი ტურბოკომპრესორი. ინტეგრირებულ გამოსაბოლქვ მილთან ერთად, რომელიც მაქსიმალურად ზრდის იმპულსის ენერგიას ტურბინაზე, ძრავა უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ რეაგირებას გასწრების მანევრის შესასრულებლად, გამონაბოლქვის შესამცირებლად და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

ეფექტური

უახლოეს თანამედროვე ტექნოლოგიაზე დაფუძნებული , Mustang-ის 2.3 ლიტრიანი Ford EcoBoost ძრავა გთავაზობთ საუკეთესო ბალანსს დინამიკურ მახასიათებლებსა და ადვილად მისაღწევ ეფექტურობას შორის. პირდაპირი ინჟექტირების მაღალეფექტური სისტემა ზუსტად აკონტროლებს საწვავის მიწოდებას, ხოლო ორგრაგნილიანი ტურბოკომპრესორი უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს - რომელიც 290 ც.ზ.-დ (213 კვტ-ს) აღემატება -  და მყისიერ რეაგირებას დროსელიანი საკეტის პოზიციაზე.

2.3 ლიტრიანი  Ford Ecoboost ბენზინის ძრავა

 სპეციალურად შემუშავებული 2.3 - ლიტრიანი Ford Ecoboost ძრავით Mustang გართობის და არა  საქვავის ხარჯვის საშუალებაა. წლის საერთაშორისო ძრავების ოჯახის წევრი, ეს მძლავრი ოთცილინტრიანი ძრავა მოიცავს დაბალინერციულ ორგრაგნილიან ტურბოკომპრესორს, მაღალი სიზუსტის პირდაპირ ინჟექტირებას და გაზის განაწილების ფაზების ორმაგ სისტემას დამოუკიდებელი ცვლადით (Ti-VCT) საწვავისა და გამონაბოლქვის შესამცირებლად და ერთდროულად მაქსიმალური დინამიკური მახასიათებლების უზრუნველსაყოფად.

 5.0- ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავა

 ლეგენდარული სიმძლავრე უზრუნველყოფილია ყველაზე მძლავრი 5.0- ლიტრიანი V8 ძრავის წყალობით, რომელსაც გააჩნია გაზრდილი 451 ც.ძ. (336 კვტ) სიმძლავრე და ძლიერი 529 ნმ მაბრუნი მომენტი. ციფრები შთამბეჭდავია, მაგრამ მათაც კი არ შეუძლიათ ავტომობილის შეუზღუდავი სიმძლავრის და ადვილად მისაღწევი მოქნილობის აღწერა. ხოლო ძრავის გამორჩეული ხმა ყოველ მგზავრობას განსხვავებულ ჟღერადობას მატებს.

გონიერი

 

ახალი Mustang-ის გონიერი ფუნქციები თქვენს გამოცდილებას განსაკუთრებულს ხდის. კომპაქტური პროჟექტორული ნათურები უზრუნველყოფს Mustang-ის განათებას კარების განბლოკვისას. აირჩიეთ უკან სვლის გადაცემა და უკანა ხედვის კამერა ავტომატურად გიჩვენებთ მანქანის უკან არსებულ ხედს 8'' TFT სენსორულ ეკრანზე. შეჯახების საწინააღმდეგო დამხმარე სისტემა შემუშავებულია იმისთვის, რომ გაგაფრთხილოთ პოტენციური შეჯახების შესახებ და შეუძლია გამოიყენოს მუხრუჭები, თუ არ მოახდენთ რეაგირებას გაფრთხილებაზე. ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი უზრუნველყოფს სასურველი მანძილის შენარჩუნებას წინ მიმავალ ავტომობილთან. ამავდროულად პრემიუმ აუდიო სისტემა (ვარიანტი) უზრუნველყოფს აუდიოს ოპტიმალურ ხარისხს მანქანაში.

კავშირში მყოფი

 

Ford SYNC 3

 ახალი Ford SYNC 3 სისტემა შეუფერხებლად ინტეგრირდება სმარტფონთან და ყველაფრის გაკონტროლების საშუალებას გაძლევთ - ზარებითა და ტექსტური შეტყობინებებით დაწყებული, მუსიკითა და სატელიტური ნავიგაციით დამთავრებული - ყველაფერი ეს 8" სენსორული ეკრანით ან ძალიან მარტივი ხმოვანი ბრძნებით სრულდება (სტანდარტი)

 სენსორული ეკრანი

 SYNC 3 სენსორულ ეკრანზე მხარდაჭერილია მრავალი შეხების "გადასმის" და "ორი თითით მასშტაბირების" ჟესტები. სენსორული ეკრანი საშუალებას გაძლევთ,დაალაგოთ აპლიკაციების პიქტოგრამები და ფონური ობიექტები ზუსტად ისევე, როგორც პლანშეტში ან ტელეფონში.

 AppLink, Apple CarPlay და Android Auto 

მართეთ SYNC-თავსებადი აპები Applink-ით. Apple CarPlay და Android Auto საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ ნავიგაცია სმარტფონის ინტერფეისში SYNC  საწყისი ეკრანის მეშვეობით ისევე მარტივად, როგორც ტელეფონის ყურმილით.

 ციფრული LCD ხელსაწყოთა კლასტერი 

Mustang-ის ახალი სრულიად ციფრული კლასტერი საშუალებას გაძლევთ, მოაწყოთ ის ისე, რომ მხოლოდ სასურველი მაჩვენებლები დაინახოთ გზაში. აირჩიეთ სამი რეჯიმიდან ერთ-ერთი - ნორმალური, სპორტული და მუხლუკა სვლა - იმისათვის, რომ მხოლოდ ის გამოჩნდეს, რაც გსურთ და იმ ფერში, რომელიც გსურთ. (სტანდარტი)

Mustang MyMode

 საშუალებას გაძლევთ, შეინახოთ მართვის რჩეული პარამეტრები, მათ შორის საკიდარის და საჭის პარამეტრები.