საოცნებო. გონივრული. შესანიშნავი.

თითოეულ მანქანას საკუთარი ხელწერა აქვს

მათთვის, ვისაც მეტი ექსპრესიულობა სჭირდება,ხელმისაწვდომია შერჩევითი Ford Fiesta ავტომობილის პერსონალიზაციის პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს სიამოვნების ახალ დონეს თითოეული მგზავრობისას. აირჩიეთ სახუ რავის, კარის სარკეებისა და ძარის ფერის კომბინაციების ფართო ასორტიმენტიდან, პლუს ინტერიერის დიზაინის ვარიანტები თქვენი სურვილის შესაბამისად. კონტრასტული გვირისტი სავარძლის გადასაკრავებზე, საჭე და იატაკის ხალიჩები; ფერის აქცენტები წინა პანელზე, ცენტრალურ კონსოლზე და ინტერიერის კარის სახელურებზე, უკანა ხედვის სარკის ჩარჩოების ვარიანტები – ყველაფერი ეს ავსებს ექსტერიერის არჩეული პერსონალიზაციის პაკეტისუნიკალურ ფერებს.

გახადეთ დილის მგზავრობა ისეთივე გამამხნევებელი, როგორც პირველი ფინჯანი ყავა. Ford Fiesta-ში წარმოდგენილია ენერგიული მართვის დინამიკის და დინამიკური და უნიკალური საშუალებების ფართო ასორტიმენტი თქვენი ავტომობილის უპრეცედენტო პერსონალიზაციისთვის, როგორიცაა ძარის კონტრასტული ფერის კომბინაციები და მსუბუქი შენადნობის დისკების სხვადასხვა ვარიანტები. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საუკეთესო Fiesta თქვენი ინდივიდუალური სტილის შესაბამისად.

შემოიტანეთ სამყარო შიგნით - გაღებადი პანორამული ჭერი

ისიამოვნეთ უფრო ლამაზი პეიზაჟებით Fiesta-ს კომფორტში. ელექტრულად მართვადი პანორამული ჭერი უზრუნველყოფს ფართო პანორამას ავტომობილის სალონში. სრიალა მინა, რომელიც უზრუნველყოფს გრილი ჰაერის ნაკადს, როდესაც ღიაა, ასევე დაფარულია მზის სხივების ამრეკლი ფენით, რომელიც ინარჩუნებს სიგრილეს სალონში მაშინც კი, როცა დახურულია. მექანიკურად მართვადი შიდა ჟალუზი უზრუნველყოფს დამატებით ჩრდილს, როცა საჭიროა.

 

იყავით კავშირზე

 

დაიწყეთ თქვენი ყოველდღიური თავგადასავალი Ford Fiesta-სთან ერთად მისი პროგრესიული ტექნოლოგიები, სრულიად ახალი ექსტერიერი და ლამაზად შესრულებული ინტერიერი ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ. საზრიანი ტექნოლოგიები, როგორიცაა ახალი Ford SYNC 3 უზრუნველყოფს დაკავშირების გონიერ და სტილურ მეთოდებს. ხოლო B&O PLAY ახალი შთამბეჭდავი აუდიო სისტემა თქვენს მუსიკას ნამდვილ ენერგიას შემატებს. მიმზიდველი, ინოვაციური და უნიკალური – Fiesta ხელახლა განსაზღვრავს სტილური და თანამედროვე ურბანული სტილის ცხოვრების მნიშვნელობას.

 

მიეცი საშუალება Fiesta-ს, დამოუკიდებლად დადგეს პარკინგზე

აქტიური დახმარება პარკირებისას დაგაყენებთ პარალელურ და პერპენდიკულარულ პარკინგზე ადგილებში, რომელთა სიგრძე ან სიგანე 20%-ით აღემატება მანქანის ზომებს. უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ამ ინოვაციური სისტემის სენსორები მოძებნიან საუკეთესო ადგილს პარკირებისთვის. შემდეგ სისტემა ავტომატურად დააყენებს მანქანას სადგომზე – თქვენ მხოლოდ აქსელერატორის, გადაცემებისა და მუხრუჭის მართვა მოგიწევთ (ეკრანზე მითითებული ინსტრუქციისა და აუდიოსიგნალების შესაბამისად). ახმარება პარკინგიდან გამოსვლისას მუშაობს პარკირებისას აქტიური დახმარების სისტემის მსგავსად და გეხმარებათ მანევრირებაში პარალელური პარკინგიდან გამოსვლისას . სისტემა თვითონ მართავს საჭეს, თქვენ კი მხოლოდ აქსელერატორს, მუხრუჭს და გადაცემებს არეგულირებთ. პარკინგიდან გამოსვლის შემდეგ სისტემა კლასტერულ ეკრანზე გიჩვენებთ შეტყობინებას „აკონტროლეთ საჭე“.

სპორტით შთაგონებული
Fiesta ST-Line


ST-Line უზრუნველყოფს Ford Fiesta-ს პრაქტიკულობას და ძლიერი ავტომობილის დამატებით სპორტულ ხასიათს. უნიკალური სტილის ძარის ექსტერიერი, ST-Line ბრენდინგი და გამორჩეული სტილის ინტერიერი – ყველაფერი ეს ხაზს უსვამს ავტომობილის დიზაინის სპორტით შთაგონებულ ხასიათს. 

უნიკალური ST-Line ძარის სტილის ნაკრები
დიდი უკანა სპოილერი (ვარიანტი)
მესერიანი დიზაინი, Gloss Black წინა გისოსები
Rock Metallic მსუბუქი შენადნობის დისკები (ვარიანტი)
ST-Line ტყავგადაკრული სპორტული სტილის საჭე
ალუმინის გადაცემათა გადართვის ბერკეტი (მექანიკური ტრანსმისიით) და უჟანგავი ფოლადის სპორტული სატერფულები
სპორტული სტილის წინა სავარძლები ნაჩვენებია